კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

583909416_857276840153247_1754924389001837664_n
583080577_856991360181795_2436528277523981620_n
577061666_851955764018688_7169602690524332034_n
577551947_850201540860777_8110595099542610480_n
577365724_850179477529650_5634843777340064764_n
575206069_847795174434747_2207880780138583111_n

აკაკი შანიძის დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2017 წლის 24 თებერვალს საქართველოს ეროვნულ არქივში გაიმართა აკაკი შანიძის დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება. სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები ისტორიის მასწავლებელ თინა დორეულთან ერთად ესწრებოდნენ ამ საიუბილეო შეხვედრას . არქივის თანამშრომლებმა დამსწრეთ აჩვენეს აკაკი შანიძის პეტრიწონსა და ჯვრის მონასტერში სამეცნიერო ექსპედიციის ამსახველი დოკუმენტური კადრები. სიტყვით გამოვიდნენ აკადემიკოსის ქალიშვილი მზექალა შანიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი როინ მეტრეველი და აკადემიკოსის ყოფილი მეგობრები. მათ გაიხსენეს აკადემიკოსთან დაკავშირებული მოგონებები, ისაუბრეს აკაკი შანიძის ღვაწლსა და სამეცნიერო მუშაობაზე. ასევე მოსწავლეებმა დაათვალიერეს ეროვნული არქივის გალერეაში აკ. შანიძის ცხოვრების ამსახველი ფოტო-გამოფენა.