კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

ანბანის გაცილება

ტრადიციულად , ჩვენი სკოლის პირველკლასელებმა გააცილეს ანბანი.📝📖📚

I-ა და I- ბ კლასების ქართული ენის მასწავლებლებმა, მაკა ტოფაძემ და მანანა ჭანტურიძემ , ულამაზესი ღია-საჩვენებელი გაკვეთილები ჩაატარეს.

საკლასო ოთახები მორთეს თემატურად, ჯგუფური მუშაობით, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით შეაჯამეს ნასწავლი მასალა. სიმღერებით , კრეატიული რესურსებითა და ხალისიანი განწყობით დაემშვიდობნენ ქართულ ანბანს და თანაც აღნიშნეს,რომ ეს დამშვიდობება კი არ არის, არამედ ,პირიქით , ცოდნის დიად სამყაროში შებიჯება და განათლების მწვერვალისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაა,რადგან ამიერიდან ისინი თავად წაიკითხავენ წიგნებს და ეზიარებიან საუკუნეების განმავლებაში დაგროვილ სიბრძნეს დამოუკიდებლად .

ვულოცავთ ჩვენს პატარებს ამ შესანიშნავ დღეს და ვუსურვებთ, იცხოვრონ წიგნის სიყვარულითა და ცოდნის დაუფლების სურვილით , იყვნენ წარმატებულნი და ასახელონ მშობლიური სკოლა , ოჯახი და ქვეყანა. დიდი მადლობა პედაგოგებს გაწეული შრომისა და საქმის ერთგულების გამო. 📖📚📝🤍🫶🏻✨💫