277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_523

ანბანის შემობრძანება

სკოლა ,,პოლიგლოტის“ პირველკლასელები  საზეიმო განწყობით შეხვდნენ ანბანის შემობრძანებას. პედაგოგებმა, სოფიკო დვალიშვილმა და ჟუჟუ ბაღდოშვილმა, პატარებს მოუწყვეს სიურპრიზი და საინტერესო, კრეატიული და მხიარული ღია გაკვეთილები  ჩაუტარეს, სადაც  მოსწავლეებს  გააცვნეს ქართული ანბანის  შექმნის ისტორია, ,,დედა ენისა“ და მისი ავტორის იაკობ გოგებაშვილის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ამოგზაურეს ანაბანეთის  ზღაპრულ  სამეფოში, ასწავლეს ასო-ბგერა ,,ა “-სა და ,,ი“-ს წერა და კითხვა და ბევრი სახალისო ვიდეოთი და პრეზენტაციით განუმტკიცეს მოსწავლეებს ცოდნა.