კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

559833326_829385439609054_4757032051803268650_n
562379411_825767989970799_5822693409215487653_n
561087279_824460610101537_3548071344682186546_n
1
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
526644455_771154618765470_3102988555932484942_n

“არტ პოლიგლოტის” გამოფენა ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმში

დღეს პოლიგლოტელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო დღე იყო! „არტ პოლიგლოტისა“ და მისი დამაარსებლის, სოფიო ლიჩელის ხელმძღვანელობით გაიმართა მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმში. აღსანიშნავია, რომ ბავშვების ნახატების მთავარი ინსპირაცია იყო ნიკო ფიროსმანის შემოქმედება.
უფროსკლასელებმა ნიკო ფიროსმანზე შექმნილი ლექსები წაიკითხეს, გამოფენას კი სტუმრობდნენ მშობლები და პედაგოგები. დიდი მადლობა მათ მხარდაჭერისა და სტუმრობისთვის. განსაკუთრებით გვსურს აღვნიშნოთ, ქალბატონ სოფიო ლიჩელის დაუღალავი შრომა ამ შესანიშნავი პროექტის ორგანიზებისა და განხორციელებისთვის !
ასევე, მადლობას ვუხდით ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმს საუკეთესო შესაძლებლობისთვის!