სკოლა ,,პოლიგლოტის“ ხელოვნების პედაგოგმა, ქეთევან მაისურაძემ, ჩაატარა ღია გაკვეთილი მე-9 კლასში თემაზე: ,,ასურელი მამების მოღვაწეობა საქართველოში“. მასწავლებელმა გამოავლინა საგნის ღრმა ცოდნა და პროფესიონალიზმი. მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის იყო ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობა. კლასის მართვის, ორგანიზების და სასწავლო სტრატეგიების ფორმები სწორად იყო შერჩეული, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი და გამოავლინეს საკითხის კარგი ცოდნა და დიდი ინტერესი. გაკვეთილს ესწრებოდა სკოლა ,,პოლიგლოტის“მასწავლებელთა კარიერული წინსვლის შეფასების ჯგუფი.