კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

აქტივობა ,,პინოქიო ანბანს ყიდის’’

სკოლა პოლიგლოტის მე-2(ა) კლასის მოსწავლეებმა იტალიელი მწერლის, კარლო კოლოდის ცნობილი გმირის-ხის კაცუნას როლი მოირგეს. აქტივობა ,,პინოქიო ანბანს ყიდის’’ როლური თამაშით განასახიერეს.

მოსწავლეთა კრეატიული აზროვნებისა და განვითარების მიზნით, ასევე აქტივობის გასამრავალფეროვნებლად პეპი გრძელი წინდაც მოიწვიეს. ჟურნალისტებმა საინტერესო კითხვები დაუსვეს პინოქიოსა და ძველმანების გამყიდველს. მოსწავლეებმა დავალებებს თავი შესანიშნავად გაართვეს და კარგადაც იმხიარულეს.

სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის ნინო ოქრუაშვილს ასეთი საინტერესო გაკვეთილისათვის.