კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

Screenshot
468510848_593248906556043_589127952180020561_n
468603406_592580679956199_6377629348444871450_n
468080728_590566913490909_3342056843411507132_n
468002625_589765833571017_8468790450874269874_n
468301495_589083313639269_8077007109291769167_n

აშშ სატყეო სამსახურის (USFS) პროექტი: ,,ისწავლე, გაუზიარე , გააკეთე უფრო მწვანე თბილისისათვის“

სკოლა ,,პოლიგლოტი“ ჩაერთო აშშ სატყეო სამსახურის (US forest servise ) პროექტში: ,,ისწავლე, გაუზიარე , გააკეთე უფრო მწვანე თბილისისათვის“ და მოიპოვა გრანტი. პროექტის ავტორი არის სკოლა ,,პოლიგლოტის“ ინოვაციური ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო შეშაბერიძე, პროქტის თანაავტორები არიან სკოლა ,,პოლიგლოტის“ ქიმიის მასწავლებელი ქალბატონი მაია აფხაზავა და ბიოლოგიის მასწავლებელი ქალბატონი როზა წიკლაური. პროექტის სახელია: თბილისის ზღვის მიმდინარე ტერიტორიის გამწვანება.

პროექტის ფარგლებში თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ სკოლას გამოუყო ნაკვეთი ნაძვების დასარგავად თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2017 წლის 27 თებერვალს სკოლას ეწვივნენ ეროვნული სატყეოს სამსახურის წარმომადგენლები ზურა შოშიტაიშვილი და იაკობ კაპანაძე. მათ ჩაუტარეს X-XI კლასის მოსწავლეებს ტრენინგი ხის დარგვისა და მოვლის სწავლების მიზნით.

შემდეგი ეტაპი იქნება ბიოლოგიის მასწავლებლის დახმარებით უფროსკლასელების მიერ მომზადებული პრეზენტაციები ხის დარგვის წესის, ენდემური მცენარეებისა და წითელი წიგნის შესახებ, რომელშიც ყურადღებას გაამახვილებენ ელდარის ფიჭვზე.