დღეს სკოლა „პოლიგლოტს“ ეწვია ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლობა: სარა მერჩანტი – პოლიტიკური მდივანი /კიბერ უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი, ნინო ვადაქარია – კიბერ უსაფრთხოების პროგრამის მენეჯერი, ლიკა შავიშვილი – საზოგადოებასთან და მედიასთან სამსახურის ხელმძღვანელი, ვიკა ზამთარაძე – საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და პოლიტიკური ოფიცერი.
სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლა და მოსწავლეებს ესაუბრნენ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე: XXI სუკუნის ერთ-ერთ დიდ გამოწვევაზე – კიბერუსაფრთხოებაზე, ქალის როლზე დიპლომატიაში და საგანმანათლებლო პროგრამებზე დიდ ბრიტანეთში. სტუმრებს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის შედგა მეგობრული დისკუსია და აზრთა გაცვლა-გამოცვლა.
სტუმრებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მზია დაუშვილმა, გააცნო სკოლა „პოლიგლოტის“ მისია, ისტორია და სკოლის განვითარების სამომავლო სტრატეგიები. ქალბატონმა მზიამ, საბოლოოდ, სტუმრებს დიდი მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის და იმედი გამოთქვა შემდგომში თანმშრომლობის გაგრძელების.
მოსწავლეებმა მიიღეს სამახსოვრო საჩუქრები და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებთან გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
დიდი მადლობა სკოლა „პოლიგლოტის“ ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგს სალი ბოხუას, საინტერესო შეხვედრის ორგანზიებისა და წარმართვისათვის.













