კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

481672046_659163189964614_1357673203803837767_n
att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1

ბუნებისმეტყველების ღია გაკვეთილი მე-3(ა) კლასში

სკოლა პოლიგლოტის მე-3(ა) კლასში მაკა წურწუმიამ ჩაატარა, ღია შემაჯამებელი გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში თემაზე: მზის სისტემა, პლანეტები, დედამიწა,მთვარე და ვარსკვლავები.

მოსწავლეებმა ჯგუფური მუშაობით წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა, განიხილეს ვარსკვლავები, მთლიანი მზის სისტემა, კოსმოსის ძირითადი მახასიათებლები, აღწერეს დედამიწის მოძრაობა და გავლენა დღე-ღამის ცვლაზე. ასევე, შექმნეს თემატური ნახატები და პლანეტები. გაკვეთილზე გამოყენებული იყო სხვადასხვა საინტერესო აქტივობა: გლობუსი, ტელესკოპი, სახელმძღვანელო.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ქალბატონ მაკა წურწუმიას ასეთი საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის.