კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

559833326_829385439609054_4757032051803268650_n
562379411_825767989970799_5822693409215487653_n
561087279_824460610101537_3548071344682186546_n
1
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
526644455_771154618765470_3102988555932484942_n

გაკვეთილი ღია ცის ქვეშ : ,,გიორგი ლეონიძე, პატარძეული და ჩვენი ლამაზი ფიქრები“

სკოლა ,,პოლიგლოტის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თეონა დიასამიძემ მე-7კლასში ჩაატარა დაუვიწყარი, შთაბეჭდილებებით აღსავსე გასვლითი გაკვეთილი გიორგი ლეონიძის მშობლიურ მამულებში. პროგრამულად, მე-7 კლასელები სწავლობენ გიორგი ლეონიძის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას. მასწავლებელმა მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად და ინტერესის გაზრდის მიზნით დაათვალიერებინა პოეტის სახლმუზეუმი , ჩაუტარა მინილექცია და დააფიქრა ბავშვები გოგლას სულიერ და შემოქმედებით სამყაროზე. ექსკურსიაზე მოსწავლეებმა დაათვალიერეს ნინოწმინდას უნიკალური სამონასტრო კომპლექსიც და დატკბნენ გარეკახეთის უმშვენიერესი პეიზაჟებით. სასწავლო ექსკურსიაზე ბავშვებთან ერთად იმყოფებოდნენ კლასის დამრიგებელი მერი ციმაკურიძე, ქართულის მასწავლებელი მაიკო კვირკველია და მშობლები. ეს მშვენიერი დღე იყო მხიარული, ბედნიერი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით სავსე.