Search
Close this search box.

კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

fc858e28-e1f9-4f77-a6a3-b6572dde38b6
f4bf7eb2-bc8b-4bc7-a29f-1151a0a13e88
9e93216a-5ca5-4d19-854b-a535344b67e0
d09eea1e-9fcf-47c5-a974-1b72dbc09244
d92e435a-585f-4c14-8806-57cf1d8eee16
7482dc67-6bd4-4280-a947-d77cac2bf1c7

გაცოცხლებული ზღაპრის გმირები

28 დეკემბერს სკოლა „პოლიგლოტის“ IV-VII კლასის მოსწავლეებმა დაუვიწყარი საღამო მოაწყვეს. ინგლისურ ენაზე გააცოცხლეს დისნეის ზღაპრები: „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, „წითელქუდა“, „მახინჯი ბატის ჭუჭული“ და „კონკია“ . მოსწავლეებმა გამოავლინეს მსახიობური ნიჭი და ინგლისურ და რუსულ ენებზე შეასრულეს სიმღერები, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები და მოგვილოცეს შობა-ახალი წელი. ზეიმის ბოლოს VII კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენაზე წარმოადგინეს თუ როგორ აღნიშნავდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ახალი წლის მობრძანებას. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ინგლისური ენის მასწავლებლები ელიზავეტა ზაზაძე და ინგა ბრეგვაძე, ქართული ენის მასწავლებლები მაკა ტოფაძე და თეონა დიასამიძე. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ქეთევან ჯეირანაშვილმა , დეკორაციები შექმნა ხელოვნების მასწავლებელმა სოფიო ლიჩელმა .

ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექციამ დააჯილდოვა ქების სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით მკითხველთა კონფერენციაში მონაწილეები. ასევე დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ ჭადრაკის ტურნირში გამარჯვებული მოსწავლეები. სკოლის დირექტორმა მზია დაუშვილმა მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ამ მშვენიერი საღამოს მოწყობისათვის.