14 აპრილი – დედაენის დღეა !
სკოლა პოლიგლოტში მიმდინარეობს დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომლის ფარგლებში დაიგეგმა შემდეგი ღონისძიებები:
ლექცია თემაზე: ,,1978 წელს საქართველოში მიმდინარე მოვლენები”, მომხსენებელი სკოლა პოლიგლოტის ისტორიის მასწავლებელი ია დორეული. ლექციის შემდეგ კინოსტუდია ,,გუთანის“ მიერ გადაღებული ფილმის ჩვენება ,, ქართული ენა-ლაზარეს ენა“;
საკლასო ოთახებში დედაენის კუთხის მოწყობა, სადაც მოსწავლეები განათავსებენ კედლის გაზეთებს, პოსტერებს და კალიგრაფიულ ნიმუშებს;
ვიდეორგოლების გადაღება;
დედაენის ძეგლის მონახულება;
ექსკურსია იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში.








