კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

Screenshot
image00001
Untitlederer
605110731_885974837283447_4720933843484937573_n
image00004
601339104_880714467809484_6987369474849657019_n

დედამიწის დღე მე-2 (ა) კლასში

სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ა) კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ნონა წამალაშვილთან და ბუნების პედაგოგ ნინო ოქრუაშვილთან ერთად შეუერთდნენ სასკოლო პროექტს ,, ეკოლოგია და მდგრადი განვითარება”.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური პრეზენტაციები სახელწოდებით ,,გადაშენებული და გადაშენების პირას მყოფი ცხოველები და ფრინველები”. მოიძიეს ინფორმაციები, დახატეს გადაშენებული და გადაშენების პირას მყოფი ცხოველები და ფრინველები, ბოლოს კი სიმღერაც შეასრულეს ეკოლოგიის თემაზე.

მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს მოსწავლეებში გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას და მათში პასუხისმგებლობის გაღვივებას დედამიწის მიმართ.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნონა წამალაშვილსა და ნინო ოქრუაშვილს ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობის ორგანიზებისათვის.