კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

559833326_829385439609054_4757032051803268650_n
562379411_825767989970799_5822693409215487653_n
561087279_824460610101537_3548071344682186546_n
1
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
526644455_771154618765470_3102988555932484942_n

დედამიწის დღე მე-5(ა,ბ) და მე-6 კლასებში

სკოლა პოლიგლოტში მიმდინარეობს სასკოლო პროექტი: ,,ეკოლოგია და მდგრადი განვითარება“ , რომლის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში განხორციელდა მრავალი აქტივობა. მათ შორის ყველაზე მასშტაბური იყო ,,დედამიწის დღისადმი“ მიძღვნილი კვირეული.

მე-5 (ა,ბ) და მე-6 კლასის მოსწავლეებმა აღნიშნული კვირეულის დროს შექმნეს სლოგანები : ,,დედამიწა ცოცხალი პლანეტაა!“, ,,დედამიწა ჩვენი სახლია!“, ,,დავეხმაროთ დედამიწას!“, ,,დავრგოთ ხეები!“, ,,გავუფრთხილდეთ წყლის რესურსებს!“, ,,დავიცვათ გარემო დაბინძურებისაგან!“ და ა. შ. მათ გამართეს თავიანთი ნაშრომების პრეზენტაცია, გაუზიარეს ერთმანეთს მოსაზრებები და გამოავლინეს ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების ცოდნა.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის კლასის დამრიგებლებს: ეკატერინე შუბითიძეს, ნინო ოქრუაშვილს, სოფიკო დვალიშვილს და პროექტის ხელმძღვანელს, ბუნებისმცოდნეობის პედაგოგს – ქალბატონ ნინო წამალაშვილს ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობის ორგანიზებისათვის.