კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

123 (2)
f86a09c5-4e9c-4d98-a9bd-dc79b845b404
74dcefc3-e704-443f-8d6b-d1dfc24f4c30
18f9c1fa-5677-49a9-93ab-61232fbb1b44
image00017
image00003

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

სკოლა პოლიგლოტის ეკოკლუბის  ინიციატივით, ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული.

კვირეულის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა საინტერესო და თემატური აქტივობა:

  • ეკოკლუბის წევრებმა, კერძოდ მე-7 კლასელებმა,გამოუშვეს ულამაზესი გაზეთები, გააკეთეს პრეზენტაციები და მისწერეს წერილები დედამიწას. ამ აქტივობის მიზანი იყო ზოგადად ცნობიერების ამაღლება დედამიწის დღესთან დაკავშირებით.
  • ეკოკლუბის წევრებმა, კერძოდ  მე-10 და მე-11  კლასის მოსწავლეებმა, ჩაატარეს კონფერენცია თემაზე: მდგრადი განვითარების მიზნები და ეკოლოგია. მოსწავლეებმა წარმოადგინეს  პრეზენტაციები საინტერესო თემებზე, კერძოდ, ისაუბრეს მდგრადი განვითარების  1-ელ ,  მე-2 ,  მე-3 ,  მე-4,  მე-5,  მე-11,  მე-13 და მე-14  მიზნებზე, წარმოაჩინეს საქართველოს როლი გაეროს მიერ დაგეგმილ მდგრადი განვითარების ამოცანების შესრულებაში, რომლებიც უნდა განხორციელდეს 2030 წლამდე.  კონფერენციის ბოლოს გაიმართა აქტიური დისკუსია.

მადლობა ჩვენი სკოლის ეკოკლუბს და მის ხელმძღვანელს, გეოგრაფიის მასწავლებელს, ნინო წამალაშვილს ასეთი მნიშვნელობანი და საინტერესო ღონისძიებებისათვის.