კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

dd44b5da-41b8-42ed-bb20-0ef6e190f671
6366b705-fc87-45cb-923f-d5ffe9f97d4f
att
42bd4ff9-c647-4c6a-b5c8-c7752bc535a6
att(4)
att(7)

დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

სკოლა ,,პოლიგლოტში“ ჩატარდა  დედა ენის  დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით. კვირეულში მონაწილეობდნენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო ეტაპის მოსწავლეები.

გიზიარებთ განხორციელებულ  აქტივობებს:

  • პრეზენტაციების,  კედლის გაზეთების,   ბარათების  მომზადება;
  •  მკითხველთა კონფერენცია;
  • ლექცია-გაკვეთილები;
  • დედა ენის ძეგლის მონახულება;
  • კალიგრაფიის კონკურსი;

კვირეულის განმავლობაში მოსწავლეებმა სიღრმისეულად შეისწავლეს დედა ენის დღის ისტორია, გააკეთეს პრეზენტაციები, აიმაღლეს ცნობიერება ქართული ენის მნიშვნელობისა და დანიშნულების შესახებ.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ აღნიშნულ ღონისძიებებში.