277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
გილოცავთ!
news_201

,,დედა ენის“ ჩანახატების, ესკიზებისა და ხელისგულისოდენა წიგნების კონკურსი

2016 წლის 3 ნოემბერს სკოლა ,,პოლიგლოტში“ იაკობ გოგებაშვილის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენის“ ჩანახატების, ესკიზებისა და ხელისგულისოდენა წიგნებისა. კონკურსში მონაწილეობდნენ IV-V კლასის მოსწავლეები. სპეციალურმა ჯიურიმ გამოავლინა სამი გამარჯვებული:პირველი ადგილის მფლობელი გახდა V კლასის მოსწავლე ელდინო ჯინჭარაძე, მეორე ადგილზე გავიდა VI კლასის მოსწავლე ანა სანიკიძე, ხოლო მესამე ადგილზე – V კლასის მოსწავლე ნინო რთველიაშვილი. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებითა და დიპლომებით, ხოლო კონკურსში მონაწილე ყველა დანარჩენ მოსწავლეს სკოლა ,,პოლიგლოტის „ დირექციამ გადასცა ფასიანი საჩუქრები.