277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_234

დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2017 წლის 1 მარტს სკოლა „პოლიგლოტის“ II, III, IV კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. დადგეს მუსიკალური ზღაპარი ვაჟა-ფშაველას „ჩხიკვთა ქორწილის“ მიხედვით ქართულ , ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. მიულოცეს დედებს გაზაფხულის ეს მშვენიერი დღესასწაული , გადასცეს იების თაიგულები და მისალოცი ბარათები. ღონისძიების სულისჩამდგმელნი და ორგანიზატორები იყვნენ : II კლასის დამრიგებელი ხათუნა ლეონიძე, III კლასის ხელმძღვანელი ნანო კვანტრიშვილი, IV კლასის ხელმძღვანელი თამარ სვანაძე, მუსიკის მასწავლებელი ქეთევან ჯეირანაშვილი და რიტმიკის პედაგოგი ნანა უგულავა.

სკოლის დირექტორმა დიდი მადლობა გადაუხადა პატარებსა და მათ პედაგოგებს მშვენიერი საღამოსათვის.