277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_501

დისტანციური სწავლება “პოლიგლოტში”

სკოლა „პოლიგლოტი“ ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, 2 მარტიდან გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. სკოლა ითვალისწინებს და მიჰყვება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ბატონი მიხეილ ჩხენკელის მიერ გამოცემულ ყველა ბრძანებასა და რეკომენდაციას .სკოლას აქვს ყველა რესურსი დისტანციური სწავლებისათვის. გვაქვს და ყოველთვის გვქონდა ელექტრონული ჟურნალი მშობლებთან და მოსწავლეებთან კომუნიკაციისათვის. გახანგრძლივებული საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში სკოლა ატარებს ონლაინ გაკვეთილებს სპეციალური პროგრამა ZOOM-ის მეშვეობით . სწავლება წარმატებით მიმდინარეობს, რაც მეტყველებს სკოლა „პოლიგლოტის“ პედაგოგების მაღალ პროფესიონალიზმსა და მოსწავლეთა დიდ აკადემიურ მოთხოვნაზე. სკოლა მადლობას უხდის მშობლებს სწავლა-სწავლების საქმეში აქტიური ჩართულობისათვის. აღსანიშნავია, რომ სკოლას აქვს ვირტუალური ლაბორატორია , რომელსაც აქტიურად იყენებს ფიზიკის , ქიმიისა და მათემატიკის დისტანციურად ჩატარებისათვის, რაც იძლევა საბუნებისმეტყველო საგნების ხარისხიანად სწავლების საშუალებას.