სკოლა ,,პოლიგლოტის“ ჰუმანიტარულ -საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ესთეტიკურ -სპორტული აღზრდის კათედრის ინიციატივით სკოლაში დაიწყო გრძელვადიანი პროექტი-,,ეთნოტური-პოლიგლოტში“ .
Ø პროექტის მიზანი არის საქართველოს მხარეების ეთნოგრაფიულ-გეოგრაფიული და ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობების შესწავლა ;
Ø მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობა ;
Ø საქართველოს ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, სასწავლო – შემეცნებითი ექსკურსიების მოწყობა;
Ø ღია გაკვეთილების, დისკუსიებისა და პრეზენტაციების გამართვა;
Ø ბროშურების, სარეკლამო ბუკლეტებისა და შემაჯამებელი აქტივობების აღსაწერად ჟურნალის შექმნა.
პროექტის ფარგლებში მეექვსე კლასელებმა წარმოადგინეს საქართველოს კუთხეები: ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა, გურია და ფშავ-ხევსურეთი. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ : ჰუმანიტარულ-საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ესთეტიკურ-სპორტული აღზრდის კათედრის ხელმძღვანელი, გეოგრაფიის მასწავლებელი, თამარ ტეფნაძე, მუსიკის მასწავლებელი ანი ზაზაშვილი და ქართული ენის მასწავლებელი ანა ჯავახიშვილი.