კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

ეროვნული არქივის გამოფენა სახელწოდებით – „ ქართული ანბანის სამი სახეობა“

   

14 დეკემბერს სკოლა „პოლიგლოტის“ IX კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ თეონა დიასამიძესთან ერთად ესტუმრნენ ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეას, სადაც საგანმანათლებლო ღონისძიება – ოთარ მჭედლიშვილის ვორქშოფი „დაზგის გარეშე წიგნის აკინძვა“ ჩატარდა . ვორქშოფში მონაწილე 8 მოსწავლემ დეტალურად შეისწავლა აკინძვის ტექნოლოგია. ბავშვებმა დაამზადეს წიგნები, რომლებიც ძალიან მოეწონათ, მიხვდნენ, თუ რამდენი შრომა და ოსტატობა სჭირდებოდა წიგნის დამზადებას.

ვორქშოფის შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს  ეროვნული არქივის გამოფენა სახელწოდებით – „ ქართული  ანბანის სამი  სახეობა“. მოსწავლეები ყურადღებით  გაეცნენ სხვადასხვა საუკუნეში შესრულებულ ქართულ ხელნაწერებს, ძალიან მოეწონათ ზოგიერთი კალიგრაფის მიერ მრგვლოვანითა და ნუსხურით დაწერილი ტექსტი.