277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_207

ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში ჩატარდა საგანმანათლებლო ღონისძიება ვორქშოფი „დაზგის გარეშე წიგნის აკინძვა“

1 დეკემბერს სკოლა „პოლიგლოტის“ X და XI კლასის მოსწავლეები პედაგოგ ქეთევან მაისურაძესთან ერთად ეწვივნენ ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეას, სადაც საგანმანათლებლო ღონისძიება – ოთარ მჭედლიშვილის ვორქშოფი „დაზგის გარეშე წიგნის აკინძვა“- ჩატარდა. ღონისძიებაში სკოლის ცხრა მოსწავლე მონაწილეობდა. მათ წიგნის აკინძვის ტექნოლოგია დეტალურად შეისწავლეს. ვორქშოფი სამ საათს გაგრძელდა. თითოეულმა მონაწილემ საკუთარი ხელით, დაზგის გარეშე, შექმნა წიგნი სქელი ყდით, რომელიც სამახსოვროდ დარჩათ.მოსწავლეები აღფრთოვანდნენ ამ ღონისძიებით .თავის მხრივ, ღონისძიების ორგანიზატორები მოიხიბლნენ ჩვენი მოსწავლეების ენთუზიაზმით, ხელმარჯვეობით და შემოგვთავაზეს კიდევ ერთი ვორქშოფის ჩატარება , რომელზეც სიამოვნებით დავთანხმდით. 14 დეკემბერს ქართული ენის მასწავლებელი თეონა დიასამიძე IX კლასის მოსწავლეებს წაიყვანს ეროვნულ არქივში აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის. დიდ მადლობას მოვახსენებთ ეროვნული არქივის ადმინისტრაციას ასეთი საინტერესო საგანმანათლებლო პროექტებისთვის.