277434798_3048791195334857_8538478073891513546_n

კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

631696488_923259640221633_7881530594662097905_n
629314986_919854690562128_4892922197818763229_n
627687085_919853633895567_943502554385859435_n
627978585_919849290562668_204311861502125326_n
627572177_919078697306394_9143314432526299198_n
621759381_909720211575576_335203569368557239_n
ღია კარის დღე

ეროვნულ არქივში

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებლებთან ნაზი ზაალიშვილთან და თინა დორეულთან ერთად დაათვალიერეს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში.ექსპოზიცია ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა, სხვა სტუმრებთან ერთად გამოფენის გახსნას დაესწრნენ ექვთიმე თაყაიშვილის ოჯახის შთამომავლები, მათ შორის იყო 8 წლის ექვთიმე თაყაიშვილი. ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგის, პედაგოგის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ საქართველოს ეროვნული არქივი მრავალფეროვან და მდიდარ მასალას ინახავს.გამოფენის მიზანია წარმოაჩინოს გამორჩეული საზოგადო მოღვაწის საქმიანობა საქართველოს საზოგადოებრივ, კულტურულ, სამეცნიერო და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ფოტოებთან ერთად საგამოფენო პავილიონში წარმოდგენილია წერილობითი დოკუმენტების ორიგინალები, ისტორიული დოკუმენტები და ხელნაწერები.მოსწავლეებს მეგზურობა გაუწია ეროვნული არქივის თანამშრომელმა ისტორიკოსმა თამთა შოვნაძემ.