კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

559833326_829385439609054_4757032051803268650_n
562379411_825767989970799_5822693409215487653_n
561087279_824460610101537_3548071344682186546_n
1
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
526644455_771154618765470_3102988555932484942_n

ექსკურსია თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში და ცირა ბარბაქაძის მასტერკლასი

სკოლა „პოლიგლოტში“ დასრულდა პროფესორ ცირა ბარბაქაძის ონლაინ-კურსი – რიტორიკა  ციფრულ ეპოქაში (მასტერკლასები).

11 მაისს პროექტის მონაწილე მოსწავლეები ესტუმრნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის  სახლ-მუზეუმს. საინტერესო ექსკურსიის შემდეგ დაჯილდოვდნენ საუკეთესო მსმენელები:

დავით თორღვაიძე, ირინე ქურციკიძე, ლიზი ბაკაშვილი, ანასტასია ნასარიძე, ლუკა ფიჩხნარაშვილი, ელიზაბეტ ზურაბიანი, ნანიკო ჯაბანაშვილი, ანა ჩხაპელია.

კურსის ფარგლებში მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს დავალებები

თემაზე: 

• რა არის თავისუფლება – ჩაწერეს ვიდეო-სფიჩები;

• შექმნეს თავისუფლების მეტაფორები;

• გაესაუბრნენ  კიბერ-გალაკტიონს;

• შეარჩიეს და გაახმოვანეს კოსპლეის პერსონაჟები თანამედროვეობაში;

• ისწავლეს ემოჯებით წერა – აირჩიეს სტროფები და ემოჯებით დაწერეს „ვეფხისტყაოსანი“;

• შეთავაზებულ ფოტოებზე  შექმნეს ძალიან საინტერესო ტექსტები;

• ითამაშეს სიტყვებით – და შექმნეს სახალისო კროსვორდები;

• ისწავლეს კომიქსების შექმნა;

• ფინალური შეფასებისთვის მოამზადეს ვიდეოები მათთვის საინტერესო თემებზე – ისაუბრეს წიგნზე, თამაშზე, ფილმზე….

დიდი მადლობა, პროექტის ორგანიზატორს და მხარდამჭერს, სკოლა “პოლიგლოტის” დირექტორს, ქალბატონ მზია დაუშვილს; 

მასწავლებლებს: თეონა დიასამიძეს და ანა ჯავახიშვილს.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორს, ქალბატონ ნინი სანადირაძეს, მასპინძლობისთვის და საინტერესო ექსკურსიისთვის.