სკოლა „პოლიგლოტში“ დასრულდა პროფესორ ცირა ბარბაქაძის ონლაინ-კურსი – რიტორიკა ციფრულ ეპოქაში (მასტერკლასები).
11 მაისს პროექტის მონაწილე მოსწავლეები ესტუმრნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმს. საინტერესო ექსკურსიის შემდეგ დაჯილდოვდნენ საუკეთესო მსმენელები:
დავით თორღვაიძე, ირინე ქურციკიძე, ლიზი ბაკაშვილი, ანასტასია ნასარიძე, ლუკა ფიჩხნარაშვილი, ელიზაბეტ ზურაბიანი, ნანიკო ჯაბანაშვილი, ანა ჩხაპელია.
კურსის ფარგლებში მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს დავალებები
თემაზე:
• რა არის თავისუფლება – ჩაწერეს ვიდეო-სფიჩები;
• შექმნეს თავისუფლების მეტაფორები;
• გაესაუბრნენ კიბერ-გალაკტიონს;
• შეარჩიეს და გაახმოვანეს კოსპლეის პერსონაჟები თანამედროვეობაში;
• ისწავლეს ემოჯებით წერა – აირჩიეს სტროფები და ემოჯებით დაწერეს „ვეფხისტყაოსანი“;
• შეთავაზებულ ფოტოებზე შექმნეს ძალიან საინტერესო ტექსტები;
• ითამაშეს სიტყვებით – და შექმნეს სახალისო კროსვორდები;
• ისწავლეს კომიქსების შექმნა;
• ფინალური შეფასებისთვის მოამზადეს ვიდეოები მათთვის საინტერესო თემებზე – ისაუბრეს წიგნზე, თამაშზე, ფილმზე….
დიდი მადლობა, პროექტის ორგანიზატორს და მხარდამჭერს, სკოლა “პოლიგლოტის” დირექტორს, ქალბატონ მზია დაუშვილს;
მასწავლებლებს: თეონა დიასამიძეს და ანა ჯავახიშვილს.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორს, ქალბატონ ნინი სანადირაძეს, მასპინძლობისთვის და საინტერესო ექსკურსიისთვის.