14 ივნისს სკოლა “პოლიგლოტის მე-8 კლასის მოსწავლეები თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ სასწავლო შემოქმედებით ექსკურსიაზე იმერეთში. პირველად მოინახულეს მუხრან მაჭავარიანის სახლმუზეუმი არგვეთში, სადაც მათ უმასპინძლა მწერლის შვილიშვილმა ქალბატონმა ანა ახმეტელმა და ჩაუტარა მოსწავლეებს საინტერესო ექსკურსი თავისი ბაბუის შესახებ. შემდეგ გეზი აიღეს აკაკი წერეთლის სახლმუზეუმისაკენ სხვიტორში და ასევე მოინახულეს აკაკის ძიძის მანო სადუნიშვილის სახლი სოფელ სავანეში. შემდეგ დაათვალიერეს ჭიათურის მღვიმეები, მღვიმევის XI საუკუნის უნიკალური სამონასტრო კომპლექსი, კაცხის მონასტერი და კაცხის სვეტი.
ბატონმა გიორგიმ მოსწავლეებს ჩაუტარა ლექცია ღია ცის ქვეშ იმერეთის ვულკანური წარმოშობის მთებისა და გეომორფოლოგიური თავისებურებების შესახებ, ესაუბრა მნიშვნელოვან გეოგრაფიულ აღმოჩენებსა და ისტორიულ ძეგლებზე, გადასცა მოსწავლეებს საჩხერის მუნიციპალიტეტის ფიზიკური რუკა. ექსკურსია მოეწყო მე-8 კლასის დამრიგებლის ანა ჯავახიშვილის ორგანიზებით.