კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

480476788_664452506102349_290983113769620334_n
482228392_663193299561603_3906969908917736318_n
480159403_662947289586204_9128115904926343037_n
480189270_662240286323571_7212633103487886044_n
480967031_661572796390320_6073374256619516449_n
480964803_659345343279732_794518343257364626_n

ექსკურსია კახეთში

2016 წლის 9 ოქტომბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-7-მე-8 კლასის მოსწავლეები მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე შემდეგი მარშრუტით: თბილისი-უჯარმა-ახალი შუამთა-ძველი შუამთა-იყალთო-ალავერდი-გრემი-ნეკრესი.მოსწავლეებმა დაათვალიერეს კახეთის ღირსშესანიშნაობები, მოილოცეს ტაძრები,წმ. არსენ იყალთოელის საფლავი; მოინახულეს შუამთის მონასტერში ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავი, დაათვალიერეს გრემის სამეფო-რეზიდენცია-მუზეუმი, დატკბნენ ბარაქიანი შემოდგომის ულამაზესი ხედებით, განსაკუთრებული ფერადოვნებით გამოირჩეოდა უჯარმის ტყე და ალაზნის ველი, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ექსკურსიის ორგანიზატორები იყვნენ ისტორიის მასწავლებელი, მეშვიდე კლასის დამრიგებელი ნაზი ზაალიშვილი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანა ჯავახიშვილი.