სკოლა “პოლიგლოტის” თანამშრომლები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში და მოინახულეს მთიულეთისა და ხევის ღირსშესანიშნაობა -დარიალის ხეობა. მათ მოილოცეს გერგეთის სამება, ეწვივნენ მამათა მონასტერს დარიალის ხეობაში და დაათვალიერეს მისი სრული კომპლექსი. ეს იყო ერთად გატარებული ულამაზესი დღე, შესანიშნავი შთაბეჭდილებებით სავსე.






