კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

559833326_829385439609054_4757032051803268650_n
562379411_825767989970799_5822693409215487653_n
561087279_824460610101537_3548071344682186546_n
1
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
526644455_771154618765470_3102988555932484942_n

,,ვერის უბნის მელოდიები“

სკოლა პოლიგლოტის სცენაზე მე-5(ა) კლასის მოსწავლეებმა ,,ვერის უბნის მელოდიები“ ააჟღერეს.

ბავშვებმა გიორგი შენგელაიას მიერ გადაღებული პირველი მიუზიკლი გააცოცხლეს და სცენაზე საოცარი ოსტატობით წარმოადგინეს. მათ შთამბეჭდავად გადმოსცეს ძველი თბილისური ამბავი ობოლ გოგონებზე, რომლებიც ცეკვის სტუდიაში მოხვედრაზე ოცნებობდნენ. რაც მთავარია, ყველანი დაგვარწმუნეს რომ ბნელს ნათელი ფანტავს, სიკეთე კი ბოროტებას ყოველთვის ამარცხებს.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მე-5 (ა) კლასის დამრიგებელ სოფო დვალიშვილს ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიების ორგანიზებისათვის და მუსიკის მასწავლებელ თამთა ცანავას მუსიკალური გაფორმებისათვის. აგრეთვე განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ მშობლების აქტიური ჩართულობა და მუდმივი მხარდაჭერა.