კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

ვიზიტი ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში

8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის აღსანიშნავად სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის წევრები, კლუბის ხელმძღვანელ მელანო ჩოკორაიასთან ერთად ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში იმყოფებოდნენ.

ცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე მეუღლესთან-ოლღა გურამიშვილთან ერთად, თავისი დის, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილის სახლში 1888-1901 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში დაცული მემორიალური და ეპოქალური ნივთები, სამეცნიერო შრომები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ასევე დაესწრნენ მუზეუმში ჩატარებულ საგანმანათლებლო პროგრამას და შეასრულეს საინტერესო პრაქტიკული სავარჯიშოები.

სკოლა პოლიგლოტი განსაკუთრებული მადლობას უხდის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს საოცარი მასპინძლობისთვის. ასევე დიდი მადლობა ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელ მელანო ჩოკორაიას ასეთი თემატური და მნიშვნელოვანი აქტივობის ორგანიზებისათვის.