კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

ვორკშოფი თემაზე: „როგორ შევქმნათ სარეკლამო სლოგანები ChatGPT-ის დახმარებით“

სკოლა პოლიგლოტში არაფორმალური განათლების ფარგლებში ჩატარდა პროფესორ ცირა ბარბაქაძის ინსპირაციული ვორკშოფი თემაზე: „როგორ შევქმნათ სარეკლამო სლოგანები ChatGPT-ის დახმარებით“.

ვორკშოფის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს სკოლა პოლიგლოტის სარეკლამო სლოგანები. ვორკშოფის პროცესს მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით მიუდგნენ. პირველი ეტაპზე მათ დამოუკიდებლად ჩამოწერეს სკოლის უპირატესობები. შემდეგ კი ChatGPT-თან კომუნიკაციით თავიანთი იდეები მრავალფეროვან სლოგანებად აქციეს.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა სლოგანების გამოფენა, სადაც ნამუშევრები წარდგენილი იყო შემოქმედებითი ფორმატით.

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებისთვის კრეატიული და შემოქმედებითი უნარების განვითარება, სარეკლამო ტექსტებში სკოლის ღირებულებების სწორად და შთამბეჭდავად ასახვა.

ვორკშოფმა აჩვენა, რომ შემოქმედებითი სწავლება თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად საუკეთესო გზაა მოსწავლეების კრეატიული და შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის.