სკოლა პოლიგლოტში დედაენის კვირეულის ფარგლებში მე-7(ა,ბ) კლასებში ისტორიის მასწავლებლის, ნაზი ზაალიშვილისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის,მელანო ჩოკორაიას, ინიციატივით ჩატარდა თექის მასტერკლასი.
სკოლამ რეწვის სახელოსნო ,,ირიათონსა” და მის დამფუძნებელს, ქალბატონ მაკა ქობალიას, უმასპინძლა. მასტერკლასის ფარგლებში მოსწავლეებმა თექის ჯადოსნური სამყარო აღმოაჩინეს, საკუთარი ხელით შექმნეს ულამაზესი ნამუშევრები, გაეცნენ თექის დამზადების სხვადასხვა ტექნიკას, მიიღეს ახალი გამოცდილება და დაუვიწყარი ემოციები.
სკოლა პოლიგლოტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის რეწვის სახელოსნო ირიათონს ასეთი საინტერესო და შთამბეჭდავი შეხვედრისთვის. ასევე, მადლობა მასწავლებლებს და მოსწავლეებს ჩართულობისათვის.




