სკოლა პოლიგლოტის 1-ლ (ა,ბ,გ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლებთან ერთად იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე აღნიშნეს!
მოსწავლეებმა გამოძერწეს ასო-ბგერები, გააფერადეს ანბანი და უყურეს შემეცნებით ვიდეოს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს: თამარ რიჟამაძეს, სოფიო შერმაზანაშვილსა და ნინო კიკაძეს ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობის ჩატარებისათვის.


