კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

631696488_923259640221633_7881530594662097905_n
629314986_919854690562128_4892922197818763229_n
627687085_919853633895567_943502554385859435_n
627978585_919849290562668_204311861502125326_n
627572177_919078697306394_9143314432526299198_n
621759381_909720211575576_335203569368557239_n
ღია კარის დღე

იაპონელ ქართველოლოგთან შეხვედრა ლიტერატურულ კლუბში

ლიტერატურულ კლუბში განსაკუთრებული დღე იყო. კლუბის ხელმძღვანელმა მაიკო კვირკველიამ სიურპრიზი მოუწყო მოსწავლეებს და სტუმრად მოიწვია იაპონელი ქართველოლოგი, ტოკიოს უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერი ჰაიტე სოტომე, რომელიც ცხრა წელია,რაც მოღვაწეობს სქართველოში. მან შეისწავლა ქართული ენა, მწერლობა, კულტურა, ისტორია, შეიყვარა ჩვენი ქვეყანა და იცავს დისერტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაჟა-ფშაველასა და ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაზე.ჰაიტე სოტომემ ისაუბრა მრავალ თემაზე, წაიკითხა ლექსები ქართულად, გამოხატა თავისი დამოკიდებულება იაპონური და ქართული კულტურის შესახებ, უპასუხა მოსწავლეების დასმულ შეკითხვებს. შეხვედრა იყო საინტერესო, მოსწავლეები დაფიქრდნენ იაპონია-საქართველოს ურთიერთობაზე და კიდევ ერთხელ გააცნობიერეს ქართული კულტურის მნიშვნელობა, განსაკუთრებით სასიამოვნოდ მიიჩნიეს ის ფაქტი, რომ იაპონელი მეცნიერი დაინტერესდა საქართველოთი და ქართული ენით, რაც საამაყო და დასაფასებელია.