2015 წლის 8 თებერვალს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 97 წლის იუბილე აღნიშნა. კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, გაიხსნა. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას სკოლა “პოლიგლოტის” მე-8; მე-10 და მე-12 კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები (თ. დორეული, ნ. შეშაბერიძე) დაესწრნენ.