კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი

სკოლა პოლიგლოტის მე-8 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-12 სამეცნიერო პიკნიკზე.

სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი იყო:

🔹 განათლების სფეროს საერთაშორისო ორგანიზაციები

🔹 თბილისის და სხვადასხვა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლები

🔹 ახალგაზრდა მკვლევართა კლუბები

🔹 თბილისის ზოოპარკი და კერძო ორგანიზაციები

🔹 საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კვლევითი ცენტრები

🔹 ილიაუნის კვლევითი ინსტიტუტები და ლაბორატორიები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს თემატური გამოფენები, მონაწილეობა მიიღეს სახალისო ცდებსა და ექსპერიმენტებში, შემეცნებით-გასართობ პროგრამებში.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ქიმიის მასწავლებელს, ნანა ბარიშვილს და საინფორმაციო ტექნოლოგიების პედაგოგს, მარიამ ხაჩიძეს, ამ შესანიშნავ აქტივობაში ჩართულობისათვის.