კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

ინტეგრირებული გაკვეთილი  “სასწაული”

სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ა) კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა თამარ რიჟამაძემ და მუსიკის პედაგოგმა ანი ზაზაშვილმა ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი  “სასწაული”.

მოსწავლეები გაეცნენ მოცარტის შემოქმედებას, გაანალიზეს ტექსტი “ სასწაული”, დაახასიათეს პერსონაჟები, იმსჯელეს მუსიკის მნიშვნელობასა და როლზე ადამიანის ცხოვრებაში. ასევე, ითამაშეს თამაში “მართალია თუ ტყუილი”, სადაც მოსწავლეებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კიდევ ერთხელ გადაამოწმეს ფაქტების სისწორე მოცარტის ბიოგრაფიიდან.

გაკვეთილი დატვირთული იყო ვიდეო რესურსებით, რაც განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს ასეთი საინტერესო გაკვეთილის ორგანიზებისათვის.