2017 წლის 7 მარტს VIII კლასში ჩატარდა ღია – ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ისტორიაში, თემაზე: ,,რუსეთის მიერ საქრთველოს 1921 წლის ოკუპაცია ,1937 წლის რეპრესიები და ლიტერატურაში ასახული ისტორიული ფაქტი – რევაზ ინანიშვილის ნოველა ,,პატარა ბიჭი გოლგოთაზე“. გაკვეთილი ჩაატარეს ისტორიის მასწავლებელმა ქალბატონმა თინა დორეულმა და ქართული ენის პედაგოგმა ქალბატონმა ანა ჯავახიშვილმა. გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლა ,,პოლიგლოტის“ დერექტორი ქალბატონი მზია დაუშვილი, ჰუმანიტარულ – საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ესთეტიკურ-სპორტული აღზრდის კათედრის ხელმძღვანელი თეონა დიასამიძე, დაწყებითი განათლების კათედრის ხელმძღვანელი , ისტორიის მასწავლებელი ნაზი ზაალიშვილი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელი ნინო დაუშვილი და ბიოლოგიის მასწავლებელი როზა წიკლაური. მოსწავლეებმა ისაუბრეს ისტორიულ ფაქტებზე, გაავლეს ლიტერატურული პარალელები, გააკეთეს პრეზენტაცია , არგუმენტირებულად იმსჯელეს საქრთველოს ისტორიის ამ უმძიმეს პერიოდზე და გამოხატეს თავიანთი ემოციები .
გაკვეთილი ჩატარდა რუსეთის მიერ საქრთველოს ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში.