სკოლა ,,პოლიგლოტის” მე-4 (ბ) კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში.
გაკვეთილის მიზანი იყო სივრცული ფიგურების გამეორება და ეილერის ფორმულის შესწავლა.
გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა:
- შექმნეს ფიგურები;
- შეავსეს პოსტერი ეილერის ფორმულაზე;
- ელექტრონულ რესურსად წარმოადგინეს სივრცული ფიგურების შლილები;
დიდი მადლობა მასწავლებლებს: ნათია ქანთარიას და ანა მეტრეველს ასეთი საინტერესო გაკვეთილისთვის.