კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00013
image00013
att
att(4)
7326c2ca-0147-47dc-8d99-94805e16444e
att

ინტეგრირებული ვიქტორინა ,,ცოდნის ძალა“

სკოლა პოლიგლოტის VIII-ა და VIII-ბ კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტეგრირებულ ვიქტორინაში, სახელწოდებით ,,ცოდნის ძალა“.

ვიქტორინა მოიცავდა შეკითხვებს ქართული ლიტერატურიდან, ისტორიიდან, მათემატიკიდან, გეოგრაფიიდან, მოქალაქეობიდან, ფიზიკიდან, ქიმიიდან და ბიოლოგიიდან. ვიქტორინა ჩატარდა სამ ტურად. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს დიდი მოტივაცია, მაღალი აკადემიური უნარები და კარგი საგნობრივი ცოდნა.

სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას ღონისძიების ინიციატორებს: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ, მელანო ჩოკორაიასა და გეოგრაფიის მასწავლებელ, ნინო წამალაშვილს.

ასევე მადლობა: ისტორიის პედაგოგ-თინათინ დორეულს, ქიმიის პედაგოგ-მაია აფხაზავას, სამოქალაქო განათლების პედაგოგ-ხატია ჭილავას, ფიზიკის პედაგოგ-ციური პაჭკორიას, მათემატიკის პედაგოგ-ნინო დაუშვილს და ბიოლოგიის პედაგოგ-როზა წიკლაურს ღონისძიებაში ჩართულობისა და თანამშრომლობისათვის.

განსაკუთრებით გვინდა გამოვარჩიოთ მოსწავლეების აქტიური ჩართულობა და საინტერესო ინტელექტუალური თამაში.