კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

Screenshot
image00001
Untitlederer
605110731_885974837283447_4720933843484937573_n
image00004
601339104_880714467809484_6987369474849657019_n

ინტელექტუალური თამაში-რა? სად ? როდის? მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს შორის

სკოლა პოლიგლოტში მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის – რა? სად? როდის? – ზამთრის სეზონი.

თამაშში მონაწილეობდნენ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის გუნდები. გამარჯვება მოიპოვეს მე-11 კლასელებმა და მათ გადაეცათ გარდამავალი პრიზი – ,,ვერცხლისფერი ბუ“.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს: მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის წევრებსა და პედაგოგებს, კერძოდ: სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, ხატია ჭილავას, მათემატიკის მასწავლებელს, ზურაბ შუბითიძესა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, სკოლის სასწავლო ნაწილს, ანა ჯავახიშვილს, რომლებმაც დახმარება გაუწიეს მოსწავლეებს ამ საინტერესო ღონისძიების ორგანიზებაში.