სკოლა პოლიგლოტში მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის – რა? სად? როდის? – ზამთრის სეზონი მე-7 და მე-8 კლასებს შორის.
ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული გახდა მე-8 (ბ) კლასი, რომლებსაც სიმბოლური დიპლომები გადაეცათ. ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ.
გუნდები ბრძოლას გააგრძელებენ გაზაფხულის სეზონზე, სადაც გამოვლინდება საბოლოო გამარჯვებული.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს: მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის წევრებსა და პედაგოგებს,კერძოდ: მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელს ანასტასია მჭედლიშვილს, გეოგრაფიის მასწავლებელს ნინო წამალაშვილსა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, სკოლის სასწავლო ნაწილს, ანა ჯავახიშვილს, რომლებმაც დახმარება გაუწიეს მოსწავლეებს ამ საინტერესო ღონისძიების ორგანიზებაში.