კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

ისტორიის მკვლევართა და მემატიანეთა კლუბი

სკოლა ,,პოლიგლოტის“ ,,ისტორიის მკვლევართა და მემატიანეთა“კლუბის წევრებმა ისტორიის პედაგოგ თინათინ დორეულთან ერთად მოინახულეს ქართველი მოქანდაკის ზურაბ წერეთლის მონუმენტი – ,,საქართველოს მატიანე “. კლუბის წევრები გაეცვნენ ყეენის მთაზე აღმართულ მონუმენტზე სხვადასხვა ისტორიული და რელიგიური მოვლენის ამსახველ სცენებს. გაიხსენეს ქართველი მეფეები , ისაუბრეს მათ როლსა და დამსახურებაზე ქვეყნის ისტორიაში. დაგეგმეს კონფერენცია თემაზე ,,ერეკლე მეორე“. კლუბის ხელმძღვანელმა და წევრებმა მოილოცეს ,,მეფეთა სავანის“ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.