Search
Close this search box.

კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00010
image00001
03c4390f-3090-400f-9d5a-c6f119bf6872
bcd67d40-cbd4-412e-a679-d722f66d4721
75558a52-7502-45c8-83b0-0b307680a15a
a22c7657-30c3-4331-ad3c-0214b230f571

ისწავლე სკოლა „პოლიგლოტში“ და შეიქმენი წარმატებული მომავალი ჩვენთან ერთად!

სკოლა „პოლიგლოტში“ დაიწყო პირველკლასელთა რეგისტრაცია 2019-2020 სასწავლო წლისათვის. ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო პროექტი მოიცავს შემდეგ აქტივობებს: სკოლაში გაძლიერებით ისწავლება უცხო ენები და მათემატიკა; ინგლისური, ფრანგული და რუსული ენები სავალდებულოა, ხოლო მე-7 კლასიდან მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს კიდევ ერთი ევროპული ენა, კერძოდ , გერმანული ან ესპანური; სწავლის საფასურია 1600 $ ექვივალენტი ლარში, რაშიც შედის გახანგრძლივებული დღის სწავლება დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათის ჩათვლით. სწავლის ღირებულებაში შედის ორჯერადი კვება: საუზმე და სადილი , ქართული ცეკვა — რიტმიკა და ჭადრაკი. კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არის 16; სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა წრე: ხატვის, ჭადრაკის, ცეკვის, გიტარის, სიმღერისა და სპორტის; მოსწავლეების აღზრდა-განათლებაზე ზრუნავენ პროფესიონალი პედაგოგები. ბავშვებს დახვდებათ თბილი, მეგობრული და უსაფრთხო გარემო. სწორედ ამიტომ ჩვენი მოსწავლეები არიან წარმატებულები და კონკურენტუნარიანები; სკოლა „პოლიგლოტი“ ზრუნავს მოსწავლეების კულტურულ – საგანბმანათლებლო აღზრდაზე . ამ მიზნით ისინი დაგვყავს კინო-თეატრებში, მუზეუმებში, ექსკურსიებზე, ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებას, ჩართულები ვართ უამრავ საგანმანათლებლო პროექტში, როგორც საქართველოს , ისე საერთაშორისო მასშტაბით; ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო პროექტის შესახებ. იმიტომ რომ იყო წარმატებული, უნდა შემოგვიერთდე და შეიქმნა ბედნიერი მომავალი ! აი, რატომ უნდა ისწავლოთ სკოლა „პოლიგლოტში“ !