კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სკოლა ,,პოლიგლოტის“ მეგობარია, უკვე მრავალი წელია ამ უნივერსიტეტსა და ჩვენს სკოლას შორის მჭიდრო თანმშრომლობითი ურთიერთობაა. ამჯერად , 2019 წლის 1-ლ ნოემბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-8-მე-11 კლასის მოსწავლეებს ეწვივნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები ვერიკო ხუნძაკიშვილი და ლელა წიტაიშვილი მედიცინის, კერძოდ, სტომატოლოგიის ფაკულტეტის, წარჩინებულ სტუდენტებთან ჯული წვერავასთან, სალომე ქუქალიასა და თამარ გრძელიშვილთან ერთად და ჩაუტარეს მოსწავლეებს მინილექცია, მასტერკლასი და პრეზენტაცია პირის ღრუს ჯანმრთელობისა და პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის მეთოდების შესახებ. შეხვედრა იყო საინტერესო, შედგა მოსწავლეებსა და სტუმრებს შორის კომუნიკაცია, დისკუსიაზე მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი და სტუმრებმა უპასუხეს მოსწავლეების დასმულ შეკითხვებს. სკოლა ,,პოლიგლოტი“ მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს ამ საინტერესო პროექტისათვის, განსაკუთრებით დიდი მადლობა ქალბატონ მარინა უგულავას, რომლის უშუალო ორგანიზატორობით მრავალ ღონისძიებაში ვიღებთ მონაწილეობას.