სკოლა პოლიგლოტი შეუერთდა კომუნიკაციების კომისიის ინიციატივას, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მედიაწიგნიერების დღის სკოლებში აღნიშვნას.
ამ დღის ფარგლებში ჩვენთან სკოლაში არაფორმალური განათლების მიმართულებით საჯარო ლექცია თემაზე: ,,მედიაწიგნიერება და კულეშოვის მეთოდი” ჩაატარა მწერალმა, მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ცირა ბარბაქაძემ.
ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.
წარმატებული მონაწილეობისათვის კომუნიკაციების კომისიამ სკოლა პოლიგლოტი სიმბოლური პრიზებით დააჯილდოვა.