სკოლა პოლიგლოტის ,,ისტორიის მკვლევართა და მემატიანეთა” კლუბმა, თინათინ დორეულის ხელმძღვანელობით, ჩაატარა კონფერენცია თემაზე: ,, ერეკლე მეორე”.
კლუბის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ერეკლე მეფის ბავშვობის, გამეფების, რეფორმების, ბრძოლების, გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ. მოაწყვეს შემეცნებითი ექსკურსიები თელავში- მეფის სასახლისა და მცხეთაში- ერეკლეს საძვალის მოსანახულებლად. კონფერენცია წარიმართა საინტერესოდ, მოსწავლეებმა იმსჯელეს, უპასუხეს შეკითხვებს და აიმაღლეს ცნობიერება მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების შესახებ.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თინა დორეულს და კლუბის წევრებს საინტერესო აქტივობების ორგანიზებისათვის.




