კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

29937c98-9c9b-4ae5-b84a-15a3b230c092
image00001
513917584_743701731510759_1912240171572954828_n
513309756_743559901524942_363703278428546158_n
513631045_742895381591394_2082076973398199342_n
506974498_742054401675492_9095122671388516972_n

ლექცია თემაზე: ,,დედამიწის წყლისმიერი სტიქიური პროცესები“ და გეოვიქტორინა

სკოლა ,,პოლიგლოტში“ სტუმრად იმყოფებოდა თსუ-ს პროფესორი  ბატონი  გიორგი დვალაშვილი , მან წაიკითხა საინტერესო ლექცია , მიაწოდა მოსწავლეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია დედამიწის წყლისმიერი სტიქიური პროცესების შესახებ და  უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს. ლექციის შემდეგ ჩატარდა გეოვიქტორინა, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-7,მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი  ,,ბერმუნდის ხუთკუთხედი“ , რომელიც დაკომპლექტებული იყო მე-8 კლასის მოსწავლეებით. გამარჯვებული გუნდი გეოგრაფიის მასწავლებელ თამო ტეფნაძესთან და ბატონ გიორგი დვალაშვილთან ერთად ჩაერთვება საინტერესო   პროექტში: ,,ლაგოდეხის მუნიცალიტეტის ღირსშესანიშნაობების გეოგრაფიული კვლევა“და გაემგზავრება აღნიშნულ მუნიციპალიტეტში , სადაც მიიღებენ მონაწილეობას წიგნისათვის საჭირო მასალის მოძიებაში და შეაფასებენ ლაგოდეხის ბუნების ძეგლების ტურისტულ პოტენციალს. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი იყო სკოლა ,,პოლიგლოტის“ გეოგრაფიის მასწავლებელი თამო ტეფნაძე.

დიდი მადლობა ბატონ გიორგი დვალაშვილს სტუმრობისთვის და ასეთი საინტერესო ლექციისთვის და ასევე სკოლა პოლიგლოტის გეოგრაფიის პედაგოგს, თამუნა ტეფნაძეს საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისთვის.