2016 წლის 12 ოქტომბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-7 კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიის მასწავლებელ ნათია ქვრივიშვილთან ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოისმინეს ლექცია ,თემაზე: ,,კლიმატი და კოსმოსი“. ლექცია წაიკითხა პროფესორმა გოდერძი დიდებულიძემ. მან ისაუბრა გლობალიზაციის პირობებში კლიმატთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ , განსაკუთრებით საინტერესო იყო ინფორმაცია კავკასიის რეგიონზე. მოსწავლეები დაინტერესდნენ გლობალური პრობლემებით და გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსი ტიპის აქტივობაში სხვა დროსაც სიამოვნებით ჩაერთვებიან.