26 თებერვალს სკოლა “პოლიგლოტის” მოსწავლეებმა ქიმიის მასწავლებელ მაია აფხაზავასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ “ნორჩ ქიმიკოსთა საშაბათო სკოლის” მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში. მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია თემაზე: “ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები”, ნახეს სახალისო ქიმიური ცდები და თავად იმუშავეს ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების ელექტრონული ბალანსის მეთოდით გათანაბრებაზე.